ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
ნინო ლომჯარია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა

სახალხო დამცველი და კონფერენცია „კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები“ მონაწილეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.

ნინო ლომჯარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მოხუცი სახალხო დამცველს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.

ვანიშვილების სახლი 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დღესვე ნინო ლომჯარია და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს მოისმენენ.