ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება
ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება

ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა სხვა ღირებულებებში გამოიხატება, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.

„ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა არის ძალადობა, ეს არის კრიმინალი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება და მნიშველოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს ვთქვათ, უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის კრიმინალი და ვაჟკაცობა არა ძალადობასა და ფიზიკურ დაპირისპირებებში, არამედ სხვა ღირებულებებში გამოიხატება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.