ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორსა და ჟურნალისტებს შეხვდა
ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორსა და ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისგენერალურ დირექტორს, პაატა სალიას შეხვდა. შეხვედრაზე არხის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამავე საკითხებთან დაკავშირებით ნინო ლომჯარია შეხვდა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებსაც.

„ამ დროისთვის პაატა სალია აცხადებს, რომ არც მას და არც ახალ მფლობელს არ აქვთ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი და მცდელობა.

თუმცა, ჟურნალისტები საუბრობენ, რომ ხელშესახები დაცვის მექანიზმები სჭირდებათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, ​ტ​ელევიზია არ არის მხოლოდ ბიზნესი, დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას აქვს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ არხზე პრობლემები სწრაფად უნდა გადაიჭრას, რათა იყოს წარმატებული.

„შეხვედრაზე იყო საუბრები იმაზე, ხომ არ ყოფილა რამე სახის ზეწოლა და თუკი იქნება, სახალხო დამცველის ოფისისგან იქნება მხარდაჭერა. მე ვუთხარი, რომ არ არის ჩემი მხრიდან ზეწოლა და ჟურნალისტები თავისუფლად მუშაობენ“, – განაცხადა პაატა სალიამ.