ნინო ლომჯარია - პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არაეთიკურია, თუმცა შეფასება სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის
ნინო ლომჯარია - პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არაეთიკურია, თუმცა შეფასება სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის

როდესაც პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, ეს არ არის ეთიკური, არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა, თუმცა სახალხო დამცველის პრეროგატივა მსგავსი განცხადებების შეფასება არ არის, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულია.

„ძალიან ხშირად გვესმის პოლიტიკოსთა მხრიდან სიძულვილის ენა. ჩვენ მაინც რეაგირებას ვახდენთ ისეთ განცხადებებზე, რაც ვთქვათ, აღვივებს სიძულვილს კონკრეტული ჯგუფის მიმართ, ეს შეიძლება იყოს ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, გენდერული თვალსაზრისით სიძულვილის გაღვივება. თუმცა, როდესაც არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ, ეს არ არის ეთიკური, ეს არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა. სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის მსგავსი განცხადებების შეფასება. უმჯობესია, ეთიკური იყოს და უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენონ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, თუმცა ესეთი რეალობა ჩვენ არ გვაქვს. თუ ეს არ არის პირდაპირი შურის და ზიზღის გაღვივება კონკრეტული ჯგუფის მიმართ, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუმცა შეიძლება, არ იყოს ეთიკური და ჩემთვის პირადად მისაღები, მაგრამ აქ სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.