ნინო ლომჯარია - პენიტენციური სისტემის მონიტორინგი არ ხდება მინისტრის, ან თუნდაც მინისტრისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ვიზიტით 
ნინო ლომჯარია - პენიტენციური სისტემის მონიტორინგი არ ხდება მინისტრის, ან თუნდაც მინისტრისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ვიზიტით 

პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგს აქვს თავისი მეთოდოლოგია და სახალხო დამცველს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც აპრობირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახდენს ციხეების მონიტორინგს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, პენიტენციური სისტემის მონიტორინგი არ ხდება მინისტრის, ან თუნდაც მინისტრის და სახალხო დამცველის ერთობლივი ვიზიტის შედეგად.

პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგს აქვს თავისი მეთოდოლოგია და სახალხო დამცველს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც აპრობირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით ახდენს ციხეების, პენიტენციალური სისტემის მონიტორინგს და შესაბამისად ესეთი საჯარო ვიზიტებით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იქ არსებული პრობლემების გამოვლენა არ ხდება. შესაბამისად, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვიზიტისთვის, თუმცა ამ ვიზიტების შედეგად პრობლემების გამოვლენა ნამდვილად არასერიოზული შეიძლება იყოს. რაც შეეხება სახალხო დამცველს როგორ ავლენს ამ პრობლემებს, ჩვენ ასობით ვიზიტს ვახორციელებთ წლის განმავლობაში. დაახლოებით 400-ზე მეტი ვიზიტი განვახორციელეთ მიმდინარე წელს. გარდა ამისა, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, როდესაც მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე სამ დღეს მაინც ანდომებს ერთ ციხეში იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემის გამოვლენა შევძლოთ, ასე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ გამართული მექანიზმი ამ თვალსაზრისით და ამ საკითხზე გარკვეული კრიტიკის მიღება არასერიოზულია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.