ნინო ლომჯარია - პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს კითხვის ნიშნები
ნინო ლომჯარია - პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს კითხვის ნიშნები

ხვალინდელი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ეს პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც კი შეიძლება ქვეყანაში მიმდინარეობდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მიმართულებით.

„პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ რაოდენობის მოსამართლეობის კანდიდატებს, რა რაოდენობაც არის აუცილებელი უზენაესი სასამართლოს ნორმალური მუშაობისთვის, ხოლო დანარჩენი წევრები უნდა დაინიშნონ გამჭირვალე და სწორი კანონმდებლობის საფუძველზე, სადაც არ იქნება ფარული კენჭირყრა და სადაც კანდიდატებს შეეძლებათ გაასაჩივრონ მიღებული გადაწყვეტილებები. კანდიდატებს ეცოდინებათ, რის გამო არ გახდნენ კანდიდატები და რის გამო წარადგინეს სხვა კანდიდატები პარლამენტში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.