ნინო ლომჯარია - ოთხი დაშავებული „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი, სამი პირია მოთავსებული
ნინო ლომჯარია - ოთხი დაშავებული „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება, რეგიონალურ ჰოსპიტალში კი, სამი პირია მოთავსებული

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ნიუს ჰოსპიტალში“ აქციის დაშლისას დაშავებული ოთხი ადამიანი რჩება, სამი კი, რეგიონალურ ჰოსპიტალში.

სახალხო დამცველმა დაშავებულები გუშინ მოინახულა.

„დაშავებულები გუშინ მოვინახულე. „ნიუ ჰოსპიტალში“ ოთხი დაშავებული რჩება. ძირითადი ტრავმები აღენიშნებათ თვალისა და სახის, ყბის მიდამოში. რამდენიმე შემთხვევა მძიმე შედეგით არის დასრულებული. მხედველობა დაკარგული აქვთ ან რამდენიმე ოპერაცია დასჭირდებათ, რომ თუნდაც მხედველობა ნაწილობრივ შეუნარჩუნდეთ.

რაც შეეხება რეგიონალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ სამ პირს, ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და შედარებით კონტაქტურია. თუმცა ორი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. სამივე მათგანს აღენიშნება თავის ძლიერი დაზიანება. თავის ტვინის ტრავმა. შესაბამისად, ექიმები პროგნოზსს ვერ აკეთებენ, როგორ წარიმართება მათი გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესი“, – განაცხადა ლომჯარიამ.