ნინო ლომჯარია ოპოზიციურ გაერთიანებებს მიმართავს - ოთხივე დასხდებით და იმოქმედებთ ერთად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით
არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციურ გაერთიანებებს მიმართავს.
ლომჯარია პოსტში ყურადღებას ამახვილებს ერთიან მოქმედებაზე.
„ან ოთხივე დასხდებით და იმოქმედებთ ერთად და ერთიანად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით. თუ ვინმე რამეს აურევს, მაგასაც მოგვახსენებთ“, – წერს ნინო ლომჯარია.