ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება
ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება.

„ვაპირებ მელიას მონახულებას. მაინტერესებს, როგორ არის და მინდა დღევანდელ შექმნილ ვითარებაზე ვესაუბრო, ზოგადად“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება, ნიკა მელია გათავისუფლდეს.

„თავად პროკურატურას შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება. შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს. შეუძლია, ის მუხლიც გამოიყენოს, რაზეც ჩემი მოადგილე საუბრობდა – სსკ-ის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა შეცვლილი და ახალი გარემოებების გამო.

მართალია, მოხდა შეთანხმება და მეც მივესალმე, რომ მნიშვნელოვანი იყო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეთანხმება. ამნისტიის აქტთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება გარკვეული შეკითხვები, რადგან  ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე ამნისტია შეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არასათანადო მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებული და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლა ამ ჭრილში. ეს შეიძლება, იყოს პრობლემატური. თუ შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საკითხები, ამ შემთხვევაში, იქნება წინააღმდეგობაში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. ვერ გავაკეთებ შეფასებას, არ ვიცი, რა ტიპის ამნისტიის აქტი იგეგმება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.