ნინო ლომჯარია - მთავარია, 20 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესი წარიმართოს ობიექტურად
ნინო ლომჯარია - მთავარია, 20 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესი წარიმართოს ობიექტურად

მნიშვნელოვანია, შსს-ს მხრიდან არანაირი ჩარევა არ მოხდეს პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 20 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მისი ოფისი აკვირდება გამოძიებას, არსებობს წვდომა საქმის მასალებზე და პროცესისთვის ხელისშეშლის რისკების გამოკვეთის შემთხვევაში, გაკეთდება შესაბამისი რეაგირება.

„ზოგადად, გავლენა, როგორც ასეთი, შეიძლება მოახდინო თანამდებობაზე, შეიძლება არათანამდებობაზე მყოფმა პირმაც მოახდინოს და ამის გამოცდილება საქართველოში, სამწუხაროდ, გვაქვს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გავლენის რისკები არსებობს და მთავარია, ჩვენ ვნახოთ, რომ გამოძიებაზე ამას არ უნდა ჰქონდეს ზეგავლენა და წარიმართოს ობიექტურად“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.