ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია​ დააკვირდება
ნინო ლომჯარია - მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია​ დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია​ (OSCE/ODIHR) დააკვირდება.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის შესაბამის მოთხოვნაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ თანხმობა განაცხადა.

„სახალხო დამცველმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი რესურსით დავაკვირდებით მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, გარდა ამისა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე. ეუთო/ოდირმა განუცხადა თანხმობა სახალხო დამცველის, რომ მოავლინოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც იხელმძღვანელებს სპეციალური მეთოდოლოგიით და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს, შეაფასებს ამ პროცესს, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე – საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა, გვეყოლება ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც ამ პროცესში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი