ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს
ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმასა და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებს, ვენეციის კომისიის მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს.

„მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებს, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რადგან ეუთო/ოდირთან ერთად, ვენეციის კომისია იყო, რომელმაც ძალიან მკაცრად გააკრიტიკა მოქმედი წესი. იმისთვის, რომ რეფორმებთან დაკავშირებით  გვქონდეს საერთაშორისო საზოგადოების პოზიტიური შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიამ ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე პოზიტიური დასკვნა მოამზადოს. ამიტომ, ვეთანხმები და ვიზიარებ ამ მოწოდებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.