ნინო ლომჯარია - მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში სამი ქალი მოკლეს
ნინო ლომჯარია - მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში სამი ქალი მოკლეს

ჩვენი მონაცემებით, მხოლოდ 2020 წელს ოჯახში ძალადობის პირობებში სამი ქალი მოკლეს და სამი ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის დამატებითი ზომების აუცილებლობაზე საუბრობს.

„არ არის საკმარისი ის ფრაგმენტული ძალისხმევა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ხორციელდება. ასევე, მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით“, – წერს ლომჯარია.

დატოვე კომენტარი