ნინო ლომჯარია - მივიღეთ დაპირება, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა სახალხო დამცველისთვის სრულიად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება
ნინო ლომჯარია - მივიღეთ დაპირება, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა სახალხო დამცველისთვის სრულიად გახსნილი და გამჭვირვალე იქნება

სახალხო დამცველი და პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ძალიან მჭიდროდ და რეგულარულად.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება რამდენად სწორად იძიებს კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს.

„ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთთანამშომლობის ფორმატზე. მივიღეთ დაპირება, რომ კომისიის საქმიანობა იქნება სრულიად გახსნილი და გამჭვირვალე სახალხო დამცველისთვის, რადგან ჩვენ არამხოლოდ ვითანამშრომლებთ, არამედ სახალხო დამცველი დააკვირდება რამდენად სწორად იძიებს საგამოძიებო კომისიას აღნიშნულ საქმეს. ორი დამოუკიდებელი პარალელური შესწავლა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან  ჩვენ მუდმივად ვიქნებით ერთმანეთთან კომუნიკაციაზე. საქმის მასალების შესწავლის დასრულების შემდეგ ყველა საეჭვო გარემოებაზე ვისაუბრებთ. ჩვენ დავდებთ გამოძიების ხარვეზებს, რაც შემდგომ დაგვანახებს ალბათ რასთან გვქონდა საქმე , ეს იყო არაპროფესიონალიზმი ეს იყო გულგრილობა, დაუდევრობა თუ იყო განზრახ ქმედებები. ჩვენ დავდებთ ამ ხარვეზებს და შემდგომ შეფასება იქნება საგამოძიებო კომისიაზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.