ნინო ლომჯარია - დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება და ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე
ნინო ლომჯარია - დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება და ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა, რომელთა მიმართაც პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყო, აღნიშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივრონ.

„ამ შემთხვევაში პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ უფლებამოსულების შეწყვეტის საფუძვლად არის გამოყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ხანდაზმული მუხლის საფუძველზე გამოტანილ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მოგეხსენებათ, დეპუტატებს შეუძლიათ, გაასაჩივრონ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მე ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ემსჯელა ამ საკითხზე, რადგან მართლაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და პარლამენტი საჭიროა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ამიტომ ვისურვებდი, ძალიან ფრთხილად და დასაბუთებულად იყოს ასეთი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.