ნინო ლომჯარია - ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით
ნინო ლომჯარია - ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით

ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და იმ წვას, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სანქციებთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დღეს მსოფლიოს ყურადღება არის მიპყრობილი უკრაინელებისადმი და საქართველოს პოზიციაც ყველამ გაიგო, რაც ძალიან სამარცხვინო იყო.

„მე გუშინ ძალიან შემრცხვა. ხანდახან დგება მომენტი, რომ შეიძლება, რაღაც ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს იმ სირცხვილს და წვას, რაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. მე კარგად მესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ის საფრთხეებიც მესმის, რომ შესაძლებელია სანქციების შეერთებით ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწიოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ გუშინ პრემიერმა, შეგნებულად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გააკეთა ეს განცხადება. მას უნდოდა, რომ ეს გაეგოთ მათ, ვისაც ესიამოვნებოდათ. ამის გაგონება, დარწმუნებული ვარ, მძიმე იყო უკრაინელებისთვის, ამიტომ თუ ვერ ვეხმარებით, გული მაინც არ უნდა ვატკინოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.