ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს, ალუდა ღუდუშაურსა და კახა კალაძეს პასუხობს - კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი
ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეს, ალუდა ღუდუშაურსა და კახა კალაძეს პასუხობს - კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი

კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და ხელისუფლების წარმომადგენლების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

„დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;

ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;
აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;

ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა…

რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი…“, – წერს ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა: „სახალხო დამცველი თუ უარყოფს, რომ გლდანის კლინიკა მულტიფუნქციურია, კაი, მიღებულია, ძმაო“.