ნინო ლომჯარია - გიორგი მარგველაშვილი დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მსჯავრდებულებს სავარაუდოდ აღარ შეიწყალებს
ნინო ლომჯარია - გიორგი მარგველაშვილი დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში მსჯავრდებულებს სავარაუდოდ აღარ შეიწყალებს

ძალიან ცოტა დროა დარჩენილი მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ შეწყალების კომისიის სხდომა არ გაიმართება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც შეწყალების კომისიის წევრს, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რატომ არ გაიმართება, ან გაიმართება თუ არა კომისიის სხდომა.

„საბოლოო პასუხი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, თუმცა ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, სავარაუდოდ ამ კომისიის სხდომა არ შედგება.

სხდომები იყო ჩანიშნული ამ კვირაში, თუმცა არ შედგა. კომისიის თავმჯდომარისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული, ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულებს და სავარაუდოდ აღარ შეიწყალებს, შესაბამისად აზრი აღარ ჰქონდა კომისიის სხდომის გამართვას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი