ნინო ლომჯარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოხსენებით გამოვა
ნინო ლომჯარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოხსენებით გამოვა

საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში იმყოფება. ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვა მოხსენებით – „ადამიანის უფლებები საქართველოში“.

სახალხო დამცველი 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების წევრები, ევროპის საბჭოში აკრედიტებული ელჩები და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია შეხვედრები ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან. კერძოდ, სახალხო დამცველი შეხვდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გუიდო რაიმონდს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალურ დირექტორ კრისტოს ჯაკომოპულოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დირექტორ კლაუდია ლუჩიანის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ფრედერიკ სუნდბერგს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე ნინო ლომჯარია განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, მართლმსაჯულების, არასათანადო მოპყრობის, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ასევე ისაუბრებს პენიტენციური სისტემის მიმდინარე რეფორმასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია სახალხო დამცველის პრეზენტაცია თემაზე „ადამიანის უფლებები საქართველოში“. სახალხო დამცველი 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების წევრები, ევროპის საბჭოში აკრედიტებული ელჩები და ევროპის საბჭოს სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.