ნინო ლომჯარია - ერთადერთი გამოსავალია, მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მოხდეს შეთანხმება, რომ სიძულვილის ენა იქნება მიუღებელი
ნინო ლომჯარია - ერთადერთი გამოსავალია, მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მოხდეს შეთანხმება, რომ სიძულვილის ენა იქნება მიუღებელი

ერთადერთი გამოსავალია, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მოხდეს შეთანხმება, რომ სიძულვილის ენის გამოყენება, ვთქვათ, პოლიტიკოსი ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების, თუ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, იქნება მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ომბუდსმენის წლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

„ინსტიტუტებს და კონკრეტულ პირებს ძალიან აზიანებს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა და ეს გვიწერია კიდეც ანგარიშში, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში თუ მოხდება, ობიექტურად არ ვიცი, ეს რამდენად არის შესაძლებელი, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ალბათ უნდა შეთანხმდეს სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ვერავის ავუკრძალავთ ერთმანეთის მიმართ გარკვეული ინფორმაციების გავრცელებას, თუ არაეთიკური ფორმით შეფასებებს და ა.შ. ესეც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, დავარეგულიროთ, ჩარჩოებსა და აკრძალვებში მოვაქციოთ გამოხატვის თავისუფლება, არ იქნება სწორი და სახალხო დამცველი არ არის ამის მომხრე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, რომ რაღაც მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და მოხდეს შეთანხმება, როგორც ხდება ხოლმე, ვთქვათ ჯენტლმენური შეთანხმებები იქნება, თუ მემორანდუმები პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ ვთქვათ გარკვეულ ენას, სიძულვილის ენას, მათ შორის, აი, რატიმაც ახსენა სიძულვილის ენის გამოყენება, ვთქვათ, პოლიტიკოსი ქალების, შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების, თუ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, იქნება მიუღებელი და ამაზე ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.