ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს - რას ბედავთ თქვენ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი
ნინო ლომჯარია დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს - რას ბედავთ თქვენ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ევროპული არჩევანი უკვე გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ.

„რაო? რას ბედავთ თქვენ? საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ?“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

დატოვე კომენტარი