ნინო ლომჯარია - ჩემი მიზანია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ირგვლივ მაქსიმალურ საჯაროობას მივაღწიოთ
ნინო ლომჯარია - ჩემი მიზანია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ირგვლივ მაქსიმალურ საჯაროობას მივაღწიოთ

საგამოძიებო უწყებებს პირადად მივმართე, სახალხო დამცველს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის საგამოძიებო მასალები გააცნონ, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს, ვნახოთ, სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი რეალურად რა იყო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„ჩვენ მაჩალიკაშვილის საქმეს ვსწავლობთ. ყველა იმ ორგანოსთან გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც გამოძიებას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს, როგორც სპეცოპერაციის ჩატარების მიზნებთან დაკავშირებით, ასევე უშუალოდ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს კომუნიკაციას საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულზე ვერ ისაუბრებს.

„თუკი მასალები გადმოგვეცემა, ვიცით, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, თუმცა რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ჩემი მიზანია, გამოძიების ირგვლივ საჯაროობას მაქსიმალურად მივაღწიოთ. აღნიშნულ უწყებებს პირადად მივმართე, რომ სახალხო დამცველს ის საგამოძიებო მასალები გააცნონ, რაც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს, ვნახოთ, სპეცოპერაციის ჩატარების საფუძველი რეალურად რა იყო. ასევე, გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება რამდენად ეფექტურად და სწორად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით თუ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა, ამას მოგაწვდით“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.