ნინო ლომჯარია - არის მცდელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება და გათავისუფლება კანონის გვერდის ავლით მოხდეს
ნინო ლომჯარია - არის მცდელობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმება და გათავისუფლება კანონის გვერდის ავლით მოხდეს

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეხება, არის მცდელობა იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება,  – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად კონსტიტუციის და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტი. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა და მიღებულ იქნა ახალი კანონი იმის გამო, რომ სწორედ პოლიტიკურ ცვლილებებს და პოლიტიკური თანამდებობის პირების ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში.

ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილება არის მცდელობა იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან.