ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა მიეწოდოს
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა მიეწოდოს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა მიეწოდოს.

ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მოწვევით მოსამართლეთა გასაუბრების პროცესს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აკვირდება.

„პირველი შეფასება ჩვენ გავაკეთეთ და გავასაჯაროვეთ ის პრობლემატური საკითხები, რაც დავინახეთ პირველადი შერჩევის ეტაპზე და იმ ბიულეტენებთან მიმართებით, სადაც ვფიქრობდით, რომ ძალიან მაღალი ალბათობით იყო წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები. დღეს ვფიქრობ, ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი დგას, როდესაც უშუალოდ გასაუბრებები ხდება. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და ყველა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ გადასცეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უკვე დამოკიდებულია გასაუბრების პროცესზე, რამდენად ექნებათ თანაბარი მიდგომა, რამდენად ობიექტური იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, ასევე ჩვენი მოწვევით ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აკვირდება გასაუბრების პროცესს და, ვფიქრობ, რომ ამ მაქსიმალური ჩართულობის შედეგად ჩვენ გვექნება ობიექტური სურათი და შეფასებები, რამდენად სამართლიანად წარიმართება მოსამართლეების შერჩევის პროცესი”, – განაცხადა ლომჯარიამ.