ნინო ლომჯარია - 2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა გაუარესებულია
ნინო ლომჯარია - 2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა გაუარესებულია

2017 წელს შენარჩუნებულია დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაზიანებებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენციის დაფიქსირების შემთხვევათა ხვედრითი წლის ზრდის ტენდენცია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2016 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა მიერ სხეულის დაზიანების დაკავებისა ან დაკავების შენდეგ მიღების ხვედრითი წილი 12.8%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წელს იგივე მაჩვენებული 26,4%-ია.

„შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ მოპყრობა გაუარესებულია. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებს მოუწოდებს, ვიდეოჩანაწერების გაკეთების ვალდებულების მკაფიო რეგულირების დადგენისკენ. ასევე მოხდეს შესაბამის დანაყოფთა აღჭურვა სამხრე კამერებით, ჩანაწერების შენახვა და დაარქვება, ასევე დაკავებული პირის პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანის ვალდებულების განსაზღვრა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში.