ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება

რუსთავში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება, – ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახლები, სადაც უკვე ათეული წლებია ოჯახები ცხოვრობენ, ეკონომიკის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ბალანსზეა.

ადგილობრივები ბინების დაკანონებას წლებია ითხოვენ.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ფართების დაკანონების პროცესი უკვე დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ბინები დაუკანონდება ჭყონდიდელის დასახლებისა და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 20-მდე ოჯახს.