ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიწყებთ ჩვენი ქალაქის განვითარების ახალ კონცეფციაზე მუშაობას და სწორედ თქვენი თანადგომის შემთხვევაში მექნება უფრო მეტი საშუალება და ხელშესახები ბერკეტები, რათა ის პრობლემები და გამოწვევები, რაც ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს, რაც ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურობაში ისევ დგას, ერთად დავამარცხოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„14-წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით და ვაპირებ, სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ერთად შევქმნათ რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.

ამისთვის კი ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იცხოვროს ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის ძალიან კარგი მაგალითი გახდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი რესურსი აქ, ქალაქში დახარჯონ, იმისთვის, რომ ხანში შესული ადამიანების ყოველდღიურობა ჩვენს ქალაქში უფრო ნაკლებ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, იმისთვის, რომ საწარმოებში დასაქმებული ჩვენი მეგობრების, მეზობლების, ოჯახის წევრების სამუშაო პირობები გახდეს კიდევ უფრო უკეთესი და მათთვის, ვინც მონდომებულია საგანმანათლებლო თუ სპორტულ სფეროში, ხელოვნების თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღწევა შეძლოს არა მხოლოდ საქვეყნო, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა გჯეროდეთ, რომ როგორც დღეს, ყოველთვის ვიდგები ჩემი ქალაქის და თითოეული ადამიანის გვერდით, ვისთვისაც ჩემი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ახალ შესაძლებლობები ახალი გამარჯვებებისთვის“,- განაცხადა ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძემ მადლობა გადაუხადა რუსთავის მოქმედ, მერს ირაკლი ტაბაღუას. ლაცაბიძის თქმით, ტაბაღუამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომლებიც რუსთავს წლების განმავლობაში კიდევ მოუტანს სარგებელს.

„მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემი გუნდის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანამოაზრეებს, თითოეულ რუსთაველს, განსაკუთრებული ნდობისთვის მხარდაჭერისთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს განსაკუთრებით დედას. სხვათა შორის, ის ყველაზე კრიტიკული და მომთხოვნია იმ დროს, როდესაც საქმე ეხება რუსთავს.

დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს და შვილებს. ნებისმიერი წარმატება, რომელსაც არ უნდა მივაღწიოთ, სწორედ ამ წარმატების გაზიარებაა მათთან ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის. მე მინდა გთხოვოთ ყველას ერთად, როგორც ერთი დიდი ოჯახი, გავერთიანდეთ ჩვენს ქალაქში, რომ ერთად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები უკეთესი მომავლისთვის“,- განაცხადა ლაცაბიძემ.

​ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ჩვენი გუნდის თითოეული წევრი არის კვალიფიციური და რაც მთავარია, საქმეზე ორიენტირებული. მინდა, ვთხოვო საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს: მიშა ბერუაშვილი, ზაზა ტოგონიძე, ნინო ქავთარაძე, გოჩა ლორია, ლაშა ბუსხრიკიძე, გიგა ვეფხვაძე, ბადრი მაჭავარიანი, დავით იშხნელი, რევაზ გოგიძე, ლია ჯღარკავა, მამუკა რეხვიაშვილი, ზურაბ ტაბაღუა, ლელა ლუარსაბიშვილი, მამუკა ხელაია, ამირან ჯანჯღავა, მარი ლიპარტელიანი, ლაშა ჩოფლიანი, გიორგი ტუხაშვილი, თამარ გოგაძე, ლაშა ბიკაშვილი, გიგა კიკვაძე, თამარ გულიაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი თითოეული რუსთაველის იმედებს აუცილებლად გაამართლებს“,- განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.