ნინო ლაცაბიძე – პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის გრძელვადიანი გეგმები, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ემსახურება
დღეს განვიხილეთ ის გრძელვადიანი გეგმები, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და სახელმწიფო რწმუნებულებთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ემსახურება.
„პრემიერთან მსგავსი შეხვედრები ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას. იმას, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რათა შევძლოთ ყველა იმ გამოწვევის დაძლევა, რაც ჩვენ ქალაქებსა და სოფლებში გვაქვს. იმ გრძელვადიანი გეგმების განხილვა მოხდა დღეს, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში. დავგეგმეთ ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობის დიდი ხნის მოთხოვნაა და რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქებისა და სოფლების განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდეს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.