ნინო კალანდაძე - ჩემი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არავის დაუტოვებია
ნინო კალანდაძე - ჩემი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არავის დაუტოვებია

ჩემი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არავის დაუტოვებია, – ამის შესახებ პარტიის წევრმა ნინო კალანდაძემ ენმ-ს რამდენიმე წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„მეც გავიგე, რომ გავრცელდა ასეთი ამბავი, თუმცა ეს არაა სიმართლე. მე ვრჩები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვარ პოლიტსაბჭოს წევრი.

ჩემი ინფორმაციით, არც ზაზა ბიბილაშვილს, ხატია დეკანოიძესა და ლევან ვარშალომიძეს დაუტოვებიათ პარტია. ჩემი ინფორმაციით, არავის დაუტოვებია პარტია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ამასთან, ჩვენ დავუკავშირდით ლევან ვარშალომიძესაც, რომელიც ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ის კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.