ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე ზაზა სვანაძე დააკავეს

23:02, 20.04.2019

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ფაქტზე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) აღძრულ საქმეზე ერთი პირის დაკავების ფაქტი 1tv.ge-ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ზაზა სვანაძემ ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის შემცველი წერილები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მსგავსი