ნინო ჯავახაძე - გამოიკითხებიან პოლიტიკოსებიც და ყველა მოწმე, რომელსაც ღირებული ინფორმაცია აქვს 20 ივნისის მოვლენებზე
ნინო ჯავახაძე - გამოიკითხებიან პოლიტიკოსებიც და ყველა მოწმე, რომელსაც ღირებული ინფორმაცია აქვს 20 ივნისის მოვლენებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში პოლიტიკოსებიც და სხვა პირებიც გამოიკითხებიან.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გამოვკითხოთ, რათა ობიექტური სიმართლე დადგინდეს. ამ გამოკითხვების ფარგლებში გამოიკითხებიან პოლიტიკოსები, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ და მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, გამოიკითხებიან სხვადასხვა პოლიტიკოსებიც და ყველა მოწმე, რომელსაც რაიმე ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია გამოძიებისთვის”, – აღნიშნა ჯავახაძემ.