ნინო ჯავახაძე - 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია
ნინო ჯავახაძე - 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია

კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ მეორე ეტაპი მოიცავს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ჯავახაძის თქმით, 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია.

„საკანონმდებლო ცვლილებები ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი არის მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი. ეს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნაც არის. მეორე ნაწილია ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს ცვლილებები პარლამენტში ჯერ წარდგენილი არ არის. ეს გულისხმობს სანქციების როგორც დიფერენცირებას დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ისე გამკაცრებას. აქ საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე როგორიც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება და სიჩქარის გადაჭარბებაა.

თუ 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებს შევაჯამებთ კლება გვაქვს, წინა წლის ცხრა თვესთან შედარებით. კლების მაჩვენებელია როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების ისე დაშავებულთა რაოდენობაში. უმნიშვნელო კლება არის ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით. ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო უნდა ეფექტის მიღებას“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.