ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვენ
ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტისგან ვეტოს ითხოვენ

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები გააცნეს.

მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეები პრეზიდენტისგან კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვენ.

„ჩვენ ვუთხარით მას ჩვენი არგუმენტები ყველა ასპექტში, დაწყებული კომერციული ნაწილით და დამთავრებული სტარტაპებით და გამჭვირვალობის თემით. პრეზიდენტმა მოისმინა ეს არგუმენტები. ის შეხვდება ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის სასურველი ვარიანტი არის, რომ მან ვეტო დაადოს კანონპროექტს“, – განაცხადა ჯანგირაშვილი.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან დასრულდა. ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრები ხვდებიან.