ნინო გოგუაძე - ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს
ნინო გოგუაძე - ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს

ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, საჭიროა კონსოლიდაცია.

„დღეს საქართველოში ყველა მოქალაქემ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, რომელმაც ყველა აქამდე გაცემული დაპირება არ შეასრულა და არც მომავალში შეასრულებს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ სახელმწიფო მისია და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ მისი კი არა, ჩვენია. დღეს კრიზისული ვითარებაა. კონსოლიდაციის განსაკუთრებული უნარი გაგვაჩნია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ დავტოვებთ თავისი არაკომპეტენტური გუნდით ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ