ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრისას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი არ განხილულა
ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრისას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი არ განხილულა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრისას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი არ განხილულა.

მისივე თქმით, ალენ ბერსესთან შეხვედრის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაზიარება იყო.

„ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა ასეთი საკითხი განხილული. ერთადერთი მიზანი რისთვისაც გვითხრა ალენ ბერსემ რომ იყო საქართველოსი, არის ადამიანის უფლებების დარღვევა. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოს მთავარი ფუნქცია არის ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა, შესაბამისად, შეხვედრის მიზანი იყო, მისთვის გაგვეზიარებინა რა უმძიმესი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. მოყვანილი გვყავდა უშუალოდ დაზარალებულები და შეხვედრის ერთადერთი თემა იყო ეს. ამიტომ, არ ვიცი, ეს ვის ეხება, რას ეხება. რაც შეეხება რუსულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ეს მოთხოვნები გვქონდა ერთი წლის წინ, ამჯერად გაცილებით სხვა კრიზისია ქვეყანაში და ამ კრიზისების მოგვარება გვსურს. საზოგადოებას და სხვადასხვა ჯგუფებს აქვს ორი კონკრეტული მოთხოვნა. ამ ორ კონკრეტულ მოთხოვნასთან დაკავშირებით თუ იქნება მსჯელობა ამ შემთხვევაში შესაძლოა.მაგრამ სხვა არ ვიცი რა მოთხოვნებზეა საუბარი. ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, რომელიც უნდა იყოს წესით სამსჯელო მათთვისაც“, – აღნიშნა დოლიძემ.