ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

13:04, 09.02.2018

თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველებმა პირველ არხს აცნობეს, მუშა ადგილზე დაიღუპა.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

 

 

მსგავსი