ნინო ცაციაშვილი - არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა პრევენციისთვის
ნინო ცაციაშვილი - არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა პრევენციისთვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საპოლიციო ძალების გადაადგილების შესახებ სამინისტრომ ინფორმაცია გუშინაც გაავრცელა.

ცაციაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და პრევენციული ღონისძიებებისთვის, სადაც საჭირო იქნება, იქ მოხდება პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება.

„ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და გამოწვევა არის – არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, თავისუფალ, ასევე, უსაფრთხო გარემოში. ამ ამოცანისთვის, რა თქმა უნდა, პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას ეხება გადაადგილება, რაც იყო. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ეს გადაადგილებები, სადაც დაგვჭირდება, რომელ ლოკაციაზეც, პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება, იქ მოხდება და ამის შესახებაც დამატებით ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დატოვე კომენტარი