ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის და „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ერთიანდება 
ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის და „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ერთიანდება 

პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის.

როგორც ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა, ის „დემოკრატიულ მოძრაობაში“ იქნება.

მისი თქმით, პარტია ამომრჩევლებს საინტერესო ხედვებს შესთავაზებს.

„პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ვიქნები. ამ თვის ბოლოს შემდეგი ყრილობის თარიღი გამოცხადდება. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. საბჭოს მთავარი წევრებისგან სრული მხარდაჭერა მივიღე, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მათთან ერთად გავწიე. მე ჩემი მოკრძალებული ადგილი მექნება იმ მიმართულებით, რომ  ღია კომუნიკაციაში ვიყო ამომრჩეველთან“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სტრუქტურებისა და ორგანიზაციის ხალხთან მაქსიმალური დაახლოების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.