ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო შტაბი გახსნა
ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო შტაბი გახსნა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ცენტრალური შტაბი გახსნა და პრეზენტაცია გამართა. ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას გააცნო ის ადამიანები, ვინც, მისი თქმით, არჩევნების პერიოდში იმუშავებენ ხალხთან, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ოპერატიულად მიაწოდებენ ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე.

როგორც, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 2020 წლის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და პარტია „ერთიანი საქართველოს“ კამპანიაც წინა არჩევნებისგან განსხვავებული იქნება.

ბურჯანაძის განმარტებით, „ერთიანი საქართველო“ საარჩევნო პროგრამას და საპარლამენტო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ცენტრალურ შტაბს ირაკლი ჭყოიძე უხელმძღვანელებს; თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება ოთარ თავართქილაძე; რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა აჩბა; საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი აკაკი კიკვაძე; საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ზურაშვილი; სამართლებრივი და საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან ზაქარეიშვილი; წარმომადგენელი ცენტრალური საარჩევნო კომისიაში მანუჩარ ომანაძე; საარჩევნო შტაბის სპიკერი ბექა პეტრიაშვილი; ახალგაზრებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა პეტრიაშვილი; სარევიზიო სამსახურის ხელმძღვანელი დავით ეხვაია.