„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და პარტიის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 11 წელი გავიდა, ქვეყნის გამთლიანებისათვის არაფერი გაკეთებულა.
„მინდა, ქედი მოვიხარო ყველა ადამიანის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის ბრძოლას თავი შესწირა. მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გმირების გაზრდისთვის. ასევე ვთქვა წუხილით, რომ სამწუხაროდ 11 წლის გასვლის მიუხედავად არაფერი არ გაკეთებულა იმისათვის, რისთვისაც ეს ახალგაზრდები იბრძოდნენ, ანუ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის. ჩვენ ყოველდღიურად უკან ვდგამთ ნაბიჯებს და სულ უფრო მცირე რჩება პერსპექტივა ქვეყნის გამთლიანების“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.