ნინო ბურჯანაძე - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს
ნინო ბურჯანაძე - ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს

ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრეს.

მისი თქმით, საქართველის მოსახლეობა მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ ვართ ღირსეული ერი, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დახუთავს.

„ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, გეგმას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით და რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის საკუთარ ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე, როგორც ბოსტანში ექცევიან ბოსტნეულს. საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ღირსეული მრავალსაუკუნოვანი წარსული აქვს, ადამიანები, რომლის წინაპრებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დიახ, ჩვენ გვინდა, ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფი, სადაც პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა და მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. ჩვენ, საქართველის მოსახლეობა მთელს მსოფლიოს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ ღირსეული ერი, რომელიც ყველაფერზე თვალს არ დავხუჭავთ, რადგან ერთ კაცს ხუთი მილიარდი აქვს, ან გაგვიჭირდება საკუთარი თავის პატივისცემა და ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვა.

მას შემდეგ, რაც ყველა აქ მყოფი ადამიანი მოვივლით მთელ საქართველოს, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უთხრას, რომ ის უნდა წავიდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო ეს ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი მდიდარი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ამას ივანიშვილი, რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი. თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ქვეყნის ხვალინდელი დღისგან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.