ნინო ბურჯანაძე - ვისურვებდი, რუსეთის ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან დიალოგი აქამდე შემდგარიყო, მაგრამ ამის უნარი არ აქვთ
ნინო ბურჯანაძე - ვისურვებდი, რუსეთის ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან დიალოგი აქამდე შემდგარიყო, მაგრამ ამის უნარი არ აქვთ

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველოში და ქვეყნის გარეთ ყველამ იცის, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა სავარძელი უყიდა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ძალიან სამარცხვინო იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მაღალ ტრიბუნაზე ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია.

„ივანიშვილმა, სამწუხაროდ, იმ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, როდესაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რას იტყვის, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. ისე ყველანი ერთმანეთზე სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ. თუ საერთაშორისო ვალდებულებების უზენაესობას დავაყენებთ შიდასახელმწიფოებრიობაზე, კანონმდებლობაზე ზემოთ, მაშინ ევროსაბჭოს ყველა ქვეყნის დელეგაცია უნდა მივიღოთ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ამის პრეცედენტი ყოფილა. ვისურვებდი, რომ ლავროვთან და რუსეთის ხელისუფლების მაღალ წარმომადგენლებთან დიალოგი აქამდე შემდგარიყო და რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხში არ შესულიყო, მაგრამ ამის უნარი ქართულ ხელისუფლებას არ აქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი