ნინო ბურჯანაძე - ვიოლა ფონ კრამონს არჩევნებს თუ გაუყალბებენ და პარლამენტს გარეთ დატოვებენ, როგორ შევა ასეთ პარლამენტში, ძალიან დამაინტერესებს
ნინო ბურჯანაძე - ვიოლა ფონ კრამონს არჩევნებს თუ გაუყალბებენ და პარლამენტს გარეთ დატოვებენ, როგორ შევა ასეთ პარლამენტში, ძალიან დამაინტერესებს

ვიოლა ფონ კრამონს არჩევნებს თუ გაუყალბებენ და პარლამენტს გარეთ დატოვებენ, როგორ შევა ასეთ პარლამენტში, ძალიან დამაინტერესებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველამ თავი უნდა დაანებოს იმის თქმას, რომ გაყალბებული არჩევნებით ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს.

„მე ძალიან დიდი ინტერესით დაველაპარაკები ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს და თუ მას გაუყალბებენ არჩევნებს და დატოვებენ პარლამენტს გარეთ, ან პირობითად 10 მანდატის მაგივრად მისცემენ ერთს, როგორ შევა ასეთ პარლამენტში და როგორ იმუშავებს, ძალიან დამაინტერესებს, თუ ამიხსნის. დაანებონ თავი იმის განცხადებას, რომ გაყალბებული არჩევნებით ვინმე პარლამენტში უნდა შევიდეს. იმის მიუხედავად, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ამაზეც თანახმა ვიყავით იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ ვადამდელი არჩევნების თარიღი დაინიშნებოდა და პოლიტპატიმრები გათვისუფლდებოდნენ. ტყუილად ნურავინ ნუ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს შერჩეს გაყალბებული არჩევნები, „გავუპრავოთ“ ჯიბეში ჩადებული არჩევნები ივანიშვილის გუნდს.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დასავლელ პარტნიორებთან. ჩვენი ამოცანა არის რომ დაზარალდეს არა ქვეყანა, არამედ კონკრეტულად ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ამიტომ ყველა ჩვენს მოწოდებაში არის მკაფიოდ ხაზგასმა, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს და კონკრეტულ პიროვნებებს და არა ქვეყანას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.