ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ, ვებრძოლოთ ცუდს
ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ, ვებრძოლოთ ცუდს

სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვაკის პარკში განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ვეტერანები და ნახევარი მსოფლიო ამ სიმბოლიკით იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში.

„ელემენტარული უგუნურობა არ უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ. სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც იმ ეპოქაში და იმ პერიოდში არ მოგვწონდა. ცუდს უნდა ვებრძოლოთ და არა სიმბოლიკას, ეს უბრალოდ უძლურების ნიშანია და სხვა არაფერი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.