ნინო ბურჯანაძე - შეიძლება, რუსებმა ივარჯიშეს ან გაიხუმრეს
ნინო ბურჯანაძე - შეიძლება, რუსებმა ივარჯიშეს ან გაიხუმრეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კიბერშეტევის საქმეზე აცხადებს, რომ „შეიძლება, რუსებმა ივარჯიშეს ან გაიხუმრეს“.

„თავს ვერ დავდებ, თუ პომპეო ამბობს და ნახევარი მსოფლიო… რომ გითხრათ, ახლა ძაან შევწუხდი-მეთქი… საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდმა ერთი ან ორი დღე თუ არ იმუშავა, ამით ქვეყანა დაიქცა. რუსეთბმა გააკეთეს, ვგმობ; მარსიანელებმა გააკეთეს, ვგმობ. საქართველოს გათიშული, უმოქმედო უნიათო მთავრობისა და პრეზიდენტის ვებგვერდი იმუშავებს თუ არა, ამას რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.