ნინო ბურჯანაძე - შედეგით უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრა, ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილი
ნინო ბურჯანაძე - შედეგით უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრა, ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილი

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება, ეს ყველა მხარის და პირველ რიგში, ქვეყნის წარმატება იქნება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის ელჩს ასეთი აქტიურობისათვის. ასევე, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ფასილიტატორები იყვნენ. მინდა, იმედი  გამოვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება ორივე მხარის წარმატება, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების და რაც მთავარია, ქვეყნის. ასე რომ, ვფიქრობ, შედეგით უნდა დასრულდეს დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვართ განწყობილი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.