ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, საარჩევნო გარემო 2012 წელთან შედარებით უკიდურესად გაუარესებულია, ქვეყანაში არჩევნებმა აზრი დაკარგა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი  – პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია.

„დღეს საზოგადოება მზად არ არის, თავისი უფლებისა და არჩევანის დასაცავად იბრძოლოს, აქტიურად შეებრძოლოს ოლიგარქის ქმედებას და თავგასულობას, ეს უნდა შეიცვალოს. დღეს საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, ჩუმად შევეგუოთ ფეოდალურ რეალობაში და სახელმწიფოში ცხოვრებას, თუ ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულ ქვეყანაში საცხოვრებლად”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თანამოაზრეებთან ერთად იბრძოლებს საზოგადოების გასააქტიურებლად და შექმნის ძალას, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს შეცვლას აიძულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია დღეს ჩემი გულშემატკივარი და მიიჩნევს, რომ მე უნდა მეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი