ნინო ბურჯანაძე - პროპორციულმა არჩევნებმა უნდა შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები აღარ იქნება საჭირო
ნინო ბურჯანაძე - პროპორციულმა არჩევნებმა უნდა შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები აღარ იქნება საჭირო

მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით რომ უნდა შედგეს, ამაზე კონსენსუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თუ შეეცდება  წინაღობის შექმნას, ვფიქრობ, ადეკვატურ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ ადეკვატური და სწორი ნაბიჯი გადადგა.

„ჩვენთვის არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა, ჩვენ 300 000 ხელმოწერაში მონაწილეობა მივიღეთ და იქნებოდა 3%-იანი ბარიერი თუ 0%-იანი ბარიერი, კარგი ვარიანტია შემოთავაზებული. ეს ალბათ გამოსავალი იქნება ამ არჩევნებისათვის. ბევრი სხვა ცვლილება არის შესატანი საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების გაყალბების მინიმუმამდე დაყვანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მესმის, რომ იქ არის ძალიან ბევრი თემები, გნებავთ საარჩევნო ადმინისტრაცია, გნებავთ სხვა, რომელშიც სრულიად სხვადასხვა აზრები შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პარტიებს. გარიგების შესაძლებლობა და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და ეს მაშინ მოგვცემს ძალიან დიდ ნდობას არჩევნებისადმი, ეს გადაარჩენს ქვეყანას. აქ არ არის ლაპარაკი, რომელი პოლიტიკური ძალა გადარჩება და რომელი არა. დღეს საუბარია, რომ ჩვენი მოქალაქეების სწორმა პოლიტიკურმა არჩევანმა 2020 წელს ქვეყანა უნდა გადაარჩინო დაპირისპირისგან, პოლარიზებისგან, არასწორი ნაბიჯებისგანრუქიდან არ გავქრებით ახლა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, დღესაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, პროპორციულმა არჩევნებმა უნდა შექმნას ისეთი ვითარება, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ რევოლუციური ცვლილებები ქვეყანაში აღარ იქნება საჭირო.