ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება
ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების შეფასებებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ მათ ადეკვატური განცხადებები გააკეთეს.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ ერთმანეთთან სამართლიანი და თავისუფალი პროპორციული არჩევნები აკავშირებთ.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება.

„მე ძალიან პოზიტიურად მინდა, შევაფასო ოპოზიციური მაგიდის პოლიტიკური ლიდერების პოზიცია ვიზიტთან დაკავშირებით. მათი პოზიცია იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ვინც პოლიტიკური შეფასება გააკეთა. და ეს იყო თითქმის ყველა.  ამ ადამიანებს ძალიან ნათლად ესმით, რომ ჩვენ იმ მაგიდის ირგლივ ვსხედვართ ერთი მისიით, ეს არის სამართლიანი და თავისუფალი პროპორციული არჩევნების მოპოვება, და არა იმისთვის, რომ ერთმანეთს პოლიტიკური ორიენტირების და პრიორიტეტების გადაფასება მოვთხოვოთ. ამიტომ, ვთვლი, რომ ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება, მით უფრო, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ჩამოსვლის შემდეგ“ ,- განაცხად ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მოსკოვში გამართულ შეხვედრებს, ბურჯანაძის თქმით, შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე, ფედერაციის საბჭოში, სენატორებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.