ნინო ბურჯანაძე ნიკა გვარამიას მადლობას უხდის
ნინო ბურჯანაძე ნიკა გვარამიას მადლობას უხდის

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას მადლობა გადაუხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ არა ნიკა გვარამიას აღშფოთება, შესაძლოა, რაღაცები სხვანაირად წასულიყო.

„მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო თქვენდამი მადლობის სიტყვებით, რომ არა კვირა დილით თქვენი აღშფოთებული გამოსვლა, რომლითაც მოგვმართეთ სრულიად ოპოზიციას, ვფიქრობ, შეიძლება რაღაცები სხვანაირად წასულიყო და არცთუ მთლად სწორად. ნამდვილად მინდა, რომ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.